წინამძღვრიშვილის ქუჩის პროექტი ჩუღურეთში
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე აპარტამენტზე მუშაობა ჩვენმა გუნდმა ახლახან დაასრულა.
თბილისი ლიეტუველი მოგზაურისთვის, რომელსაც მოკლევადიანი გაქირავების გამოცდილება საკუთარ ქვეყანაშიც ჰქონდა, საინვესტიციოდ საინტერესო ქალაქი აღმოჩნდა.
ჩვენი გუნდის დახმარებით, მან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე საინვესტიციოდ იდეალური უძრავი ქონება შეიძინა, რომლის გარდაქმნაზეც ჩვენმა პარტნიორმა დიზაინ სტუდიომ იზრუნა.
საბოლოო შედეგმა ინვესტორის მოლოდინებს გადააჭარბა. ბინის გაქირავებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს ჩვენი გუნდი მართავს და მისი დაჯავშნა Airbnb-ზეა შესაძლებელი.
მცირე დროის მიუხედავად, ბინას უკვე “სტუმრების რჩეული აპარტამენტის” სტატუსი აქვს და მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.