ხშირად დასმული კითხვები

რა მონაცემთა ბაზას იყენებს მედიანა კვლევებისთვის?

2017 წლიდან Airbnb-ზე 370-ზე მეტი ბინის მენეჯმენტმა მოგვცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ქონებაა მომგებიანი ინვესტიციითვის. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, მიღებული გვაქვს 26,800-ზე მეტი ჯავშანი საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ კლიენტებს ვაწვდით სიღრმისეულ ინფორმაციას საქართველოს დღიური გაქირავების ბაზარზე და ვეხმაროთ მათ უძრავ ქონებაში ინვესტიციისას რისკების შემცირებაში.

 

რა დროს არის ყველაზე მომგებიანი ბინის შეძენა?

ინვესტიციის ჩადება ისეთ ბინაში, რომელსაც რემონტი სჭირდება – დაბალ სეზონზეა რეკომენდირებული. ამ შემთხვევაში სარემონტო პერიოდში დიდი რაოდენობით შემოსავალი არ იკარგება და მომავალი მაღალი სეზონისთვის მოსამზადებელი დრო გვაქვს.

ბინებს, რომლებსაც აქვთ მოქმედი Airbnb ექაუნთები, პირიქით, ინვესტიციის გაკეთება მაღალი სეზონის დასაწყისშია საუკეთესო (აპრილი, მაისი). ამ შემთხვევაში, უმჯობესია ჯავშნების მიღება ტურისტული სეზონის განმავლობაში დაიწყოს და თავიდანვე მაღალი შემოსავლები გვქონდეს.

აპარტამენტებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ რემონტი ან დიზაინის ცვლილება, მაგრამ აქამდე არ ყოფილა გაქირავებული Airbnb-ზე, უმჯობესია ინვესტიცია განახორციელოთ მაღალ სეზონამდე ერთი თვით ადრე. ამ გზით პირველი თვის განმავლობაში airbnb-ს გვერდი უფრო მოიმატებს რეიტინგში, დაუგროვდება შეფასებები და მაღალი სეზონის პიკის დროს უფრო წარმატებულად გაქირავდება.

თბილისის რომელი უბნები არის საუკეთესო უძრავ ქონებაში ინვესტიციისთვის?

ჩვენ მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ ყველაზე შემოსავლიანი ბინები თბილისში დღიურად გაქირავებისას ამ უბნებშია:

სოლოლაკი, ჩუღურეთი, მთაწმინდა, ვერა, ძველი თბილისი და ავლაბარი.

ამ ყველა უბანს თავისი პოზიტიური და ნეგატიური თავისებურებები აქვს, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებთ ბინების რეკომენდაციის დროს.

რა უფრო მომგებიანია, ბინების გრძელი ვადით გაქირავება, თუ მოკლე ვადით გაქირავება?

სწორად შერჩეული ბინით შეიძლება ორჯერ უფრო მაღალი შემოსავალი მიიღოთ მოკლევადიანი გაქირავების შემთხვევაში, გრძელვადიანთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ დღიურად გაქირავება Airbnb-ზე და Booking.com-ზე ძალიან მომგებიანია, იგი ბევრად უფრო მეტი დროის დათმობას მოითხოვს და არასწორი მენეჯმენტის შემთხვევაში გრძელვადიან გაქირავებასთან შედარებით უფრო სარისკოა. ამიტომაც ვურჩევთ ჩვენ კლიენტებს გამოიყენონ პროფესიონალების დახმარება გაქირავებაში შემოსავლების მაქსიმაზიისა და დროის დაზოგვისთვის.

რა არის მინიმალური ინვესტიციის ოდენობა რაც შემიძლია გავაკეთო მედიანას დახმარებით?

გირჩევთ, გასაქირავებელ ბინაში ინვესტიციის გაკეთებისას მინიმალური ბიუჯეტი $60,000-ად განსაზღვროთ. უფრო დაბალი ღირებულების ბინები, ხშირ შემთხვევაში, ან ძალიან მცირე ზომისაა, ძალიან მოშორებითაა ტურისტული ლოკაციებიდან, ან არ არის ისეთი ხარისხის, რომ წარმატებით გაქირავდეს Airbnb-ზე

რა დრო სჭირდება შემოსავლების მიღებას ინვესტიციის ჩადების შემდეგ?

მედიანას დახმარებით ბინაში ინვესტიციის გაკეთების შემდეგ შემოსავლები შეგიძლიათ მიიღოთ სულ მცირე 1 დღეში.

თუ ინვესტიციას განახორციელებთ ისეთ ბინაში, რომელსაც უკვე აქვს ამუშავებული Airbnb ექაუნთი, მაშინ შეგიძლიათ შემოსავლები მომენტალურად მიიღოთ. თუ გადაწყვეტთ ინვესტიციას ისეთ ბინაში, რომელსაც რემონტი სჭირდება, მაშინ შემოსავლების მიღებამდე 1-3 თვემდე შეიძლება დაგჭირდეთ.