კონსულტაცია

ბაზრის კვლევასა და მონაცემების შესწავლას უდიდესი როლი ენიჭება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ. ჩვენს ხელთ არსებულ უახლეს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, საწყის ეტაპზე საქართველოში მოკლევადიანი ქირავნობის ზოგად პირობებს გაეცნობით. მომდევნო ეტაპზე უფრო სიღრმისეულად წარმოგიდგენთ ჩვენს საინვესტიციო პორტფელში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების ისეთ ვარიანტებს, რომლებიც თქვენს მოთხოვნებს ყველაზე მეტად შეესაბამება და გაგაცნობთ მათ საინვესტიციო რეპორტებს.
(რეპორტი მოიცავს ისეთ პუნქტებს, როგორიცაა ადგილმდებარეობისა და საკუთრების აქტივების შეფასება, ფინანსური ანალიზი, საშემოსავლო მოლოდინების განსაზღვრა და ა.შ)

მოთხოვნის გაგზავნა

შეფასება

თუ თქვენივე კვლევის საფუძველზე რამდენიმე სასურველი ბინა უკვე შერჩეული გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია სიღრმისეულად შევაფასოთ უძრავი ქონების თითოეული კომპონენტი და მისი პოტენციალი.

ჩვენს მიერ გაწეული კონსულტაციის სანდოობას საქართველოში Airbnb ბინების მენეჯმენტში წამყვანი კომპანიის – WEHOST-ის კომპეტენცია განაპირობებს. WEHOST-ის საინვესტიციო პორტფელი 4 სხვადასხვა ქალაქში 370-ზე მეტ ბინასა და 18,000-მდე რეზერვაციას მოიცავს. თქვენი ქონების მახასიათებლების საინვესტიციო პოტენციალის შესაფასებლად კომპანიის სწორედ ეს ამომწურავი და მასშტაბური მონაცემთა ბაზა გამოიყენება.

მოთხოვნის გაგზავნა

დღიური გაქირავების მენეჯმენტი

მედიანა ქონსალთინგის წარმატებული ოპერირება მნიშვნელოვნად ემყარება კომპანია Wehost-თან თანამშრომლობას. Wehost არის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარმოადგენს პირველ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას ქვეყანაში. Wehost ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია ბინის იმ მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც სურთ ტურისტებზე ბინის გაქირავებით მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

დღეისათვის Wehost-ის ბაზა 300-მდე ბინას მოიცავს, რომელთა უმეტესობაც წარმატებულად ქირავდება ქვეყნის 4 უმსხვილეს ქალაქში. 

მოთხოვნის გაგზავნა

ბინის გაყიდვა

თუ თქვენი ბინა მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში და გსურთ მისი გაყიდვა – დაგვიკავშირდით. ჩვენი გუნდი საფუძვლიანად შეაფასებს ბინის საინვესტიციო ღირებულებას და ძირითადი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მას პოტენციურ მყიდველებს წარუდგენს. 

მოთხოვნის გაგზავნა

განახლება

ბინის მომგებიანობის გასაზრდელად აუცილებელია ეფექტური დიზაინის შერჩევა. 

თუ თქვენი ბინა თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს და საჭიროებს გარემონტებას, ჩვენი გამოცდილი გუნდი სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე მოგეხმარებათ და გასაქირავებლად გამზადებულ ბინას ჩაგაბარებთ.

მოთხოვნის გაგზავნა

იურიდიული საკითხები

ადგილობრივი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ჩარჩოების სრულფასოვანი ცოდნის საფუძველზე, ჩვენი გუნდი ყველა იმ იურიდიულ მომსახურებას გაგიწევთ, რომელიც ბინის ყიდვის პროცესს თან ახლავს. 

უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი უმარტივესი გზაა საქართველოს რეზიდენტობის მისაღებად. თუ საინვესტიციო პორტფოლიოს  დივერსიფიკაცია ან დამატებითი შემოსავლების გამომუშავება გსურთ, მედიანას გუნდი მზადაა საჭირო იურიდიული დახმარება გაგიწიოთ, რათა ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების უფლება მარტივად და წარმატებულად დაკმაყოფილდეს. 

მოთხოვნის გაგზავნა