ნინოშვილის ქუჩის პროექტი ჩუღურეთში
ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე აპარტამენტები განსაკუთრებულად წარმატებულ პროექტებს შორისაა, რომლის ტრანსფორმაციასა და გაქირავების პროცესს Mediana-ს გუნდი ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად აქ ძველი ჰოსტელი იყო, რომელმაც შვეიცარიელი ინვესტორის ყურადღება მიიპყრო. ჩვენი რჩევითა და სტრატეგიული ხედვით, ინვესტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება – 130მ² ფართობის სივრცე, ორ ცალკეულ აპარტამენტად გაგვეყო.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე ფოტო, რომელიც ბინის საწყის მდგომარეობას ასახავს.
დღეს ორივე ბინის გაქირავების პროცესს ჩვენი გუნდი მართავს. აღსანიშნავია ბინის მდებარეობა და ინტერიერი, რომელიც ჩვენი პარტნიორი დიზაინერების დახმარებით, მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სივრცედ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გათვლებით მოსალოდნელი საინვესტიციო უკუგება საუკეთესო შემთხვევაში 12% იყო, პროექტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა.
უძრავ ქონებაში ინვესტირების პროცესში ბაზრის კვლევას, რისკების სწორად შეფასებას, გაქირავების პოტენციალისა და საშემოსავლო მოლოდინების სათანადოდ განსაზღვრას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. “Mediana” თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალური სტრატეგიით მართავს, რასაც ჩვენს კლიენტებთან ხანგრძლივი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები მოაქვს.
აპარტამენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.