fbpx

უძრავი ქონების საზღვარგარეთ შეძენა გონივრული სტრატეგიული ნაბიჯია კერძო ქონების პორტფოლიოს დივერსიფიკაციისთვის. ბინის ყიდვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საშუალებას იძლევა ისარგებლოთ დაბალი ფასებით და ხელსაყრელი გაცვლითი კურსით. მეორეს მხრივ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ქონების შეძენა აგენტის დახმარების ან ადგილობრივი წესების კარგად შესწავლის გარეშე რთული პროცესია.

ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ უძრავი ქონებაში ინვესტიციისას დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და გზებს, თუ როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან.

კვლევების გამოტოვება

სანამ უშუალოდ რეალტორს დაუკავშირდებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ, რა უძრავი ქონება გაიყიდა ახლომდებარე უბნებში, რომელიც შეესაბამება ისეთივე ზომასა და კეთილმოწყობას, რომელსაც თქვენ ეძებთ. კვლევის პროცესში შეგიძლიათ მოითხოვოთ უფრო კონკრეტული მონაცემები, მაგალითად ბინების შესადარებელი სიები, რომლებსაც უძრავი ქონების საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიები ფლობენ. საინვესტიციო ქონების ფასის ცოდნა ინვესტორებს ეხმარება განსაზღვრონ მისი რეალური ღირებულება და პერსპექტიულობა.

ინვესტირების სტრატეგიის არ ქონა

ნებისმიერი უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია გეტყვით, რომ საინვესტიციო სტრატეგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, თუ არა ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. უნდა დაისახოთ მკაფიო მიზანი იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა და რა შედეგების მიღება გსურთ. 

არსებობს ორი ძირითადი უძრავი ქონების საინვესტიციო სტრატეგია: შეგიძლიათ იყიდოთ ბინა და გააქირაოთ, ან შეგიძლიათ იყიდოთ და მოგვიანებით გაყიდოთ მოგების მიღების მიზნით.

ზოგჯერ რთულია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი საინვესტიციო სტრატეგია შეესაბამება თქვენს მიზნებს. ვინაიდან თითოეული ადამიანი ინდივიდუალური,  წარმატებაც განსხვავებულად შეფასებადი ხდება. ამასთანავე, ქონების ინვესტიცია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინვესტიცია, მოიცავს რისკებს. საკონსულტაციო კომპანიას შეუძლია საჭირო იდეების მიწოდება და იმის ახსნა, თუ როგორ უნდა დაარეგულიროთ უძრავი ქონების ინვესტირების ზოგადი პრინციპები თქვენი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მიზნებისთვის.

არასწორი ლოკაციის შერჩევა

არსებობს მრავალი რამ, რისი შეცვლაც შესაძლებელია საინვესტიციო ქონების შეძენასთან ერთათ, იქნება ეს სამზარეულოს აღჭურვილობა, სანიტარული მოწყობილობები თუ ინტერიერის დიზაინი. ასევე შესაძლებელია ოთახების რაოდენობის გაზრდა და პროექტის რენოვაცია, თუმცა ქონების ადგილმდებარეობა ის ფაქოტრია, რომელიც მუდმივად შეუცვლელი რჩება. შედეგად, საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენისას ყველაზე მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს საინვესტიციო ქონების – ლოკაცია.

ცხადია, თუ გასაქირავებელი ბინის შეძენას გეგმავთ, ლოგუიკურია გსურდეთ ისეთ ლოკაციას, რომელიც ახლოს იქნება რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტთან მაინც. ეს შეიძლება იყოს სავაჭრო ცენტრები, გასართობი პარკები, კაფე-ბარები და რესტორნები. ამასთანავე, რაც არ უნდა კეთილმოწყობილი იყოს ბინა დამქირავებელთა უმეტესობას არ სურს ქალაქის ცენტრალური უბნებისგან მოშორებით ყოფნა. აღნიშნულ მიზეზთა გამო, მნიშვნელოვანია უძრავი ქონების ლოკაცია ყურადღებით შეირჩეს. 

ქონებისა და მართვის გადასახადების უგულვებელყოფა

ყოველწლიურად მილიონობით სახლის მფლობელი იხდის ქონების გადასახადს. სანამ დაწესებულ გადასახადთა დაფარვას შეუდგებოდეთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გაგებას, თუ როგორ ხდება ქონების გადასახადის შეფასება. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი უძრავი ქონების საკონსულტაციო მომსახურება დახმარებას უწევს სწორედ მათ, ვინც დაინტერესებულია გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლების საგადასახადო სისტემით.

მოქნილობის, იურიდიული პროცედურების სიმარტივისა და დაბალი საგადასახადო განაკვეთების საფუძველზე, ფიზიკური პირები ხშირად ირჩევენ საქართველოს ფულადი ინვესტიციებისთვის. საქართველოში 40 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალის მქონე პირები გათავისუფლებულნი არიან უძრავი ქონების გადასახადისგან. საგადასახადო განაკვეთები მერყეობს ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-დან 0,2%-მდე წლიურ შემოსავალზე 40000-დან 100000 ლარამდე; 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონეთათვის, განაკვეთები მერყეობს 0,8%-დან 1%-მდე.