ᲨᲘᲜᲓᲘᲡᲘᲡ ᲥᲣᲩᲘᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ ᲡᲝᲚᲝᲚᲐᲙᲨᲘ
თბილისში მდებარე შინდისის ქუჩის აპარტამენტი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია 2 საძინებლიან ბინებს შორის Airbnb-ის პლატფორმაზე. სოლოლაკი, სადაც აღნიშნული ბინა მდებარეობს, საკმაოდ მშვიდი და მყუდრო უბანია, სადაც მრავლადაა ისტორიული შენობები, კაფე-ბარები და რეკრეაციული ზონები. აღნიშნულმა აპარტამენტმა შავი კარკასიდან სრულყოფილ პროექტამდე გრძელი გზა განვლო და დღეს, 4.96 რეიტინგით და 2 წელიწადში მიღებული 40000$-ზე მეტი შემოსავლით ლიდერის პოზიციას არ თმობს.
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურად დაკვირვების შედეგად, მედიანას გუნდმა შინდისის ქუჩაზე მდებარე, დიდი პოტენციალის მქონე ეს აპარტამენტი 2019 წლის ბოლოს აღმოაჩინა. ჩვენ განვახორციელეთ მსგავსი ბინების გაქირავების ისტორიის სრული ანალიზი და შეფასების მთავარ კრიტერიუმებად შევარჩიეთ ფართის ზომა, საძინებლების რაოდენობა, ლოკაცია და ისეთი დეტალები როგორებიცაა აპარტამენტის ღირებულება ტურისტებისთვის, ახლოს მდებარე ღირსშესანიშნაობები, პოზიტიური და ნეგატიური მახასიათებლები და ა.შ. შეგროვებული ინფორმაციების შედეგად დავრწმუნდით, რომ რენოვაციისა და შესაბამისი დიზაინის შერჩევის შემდეგ შინდისის ქუჩის ბინა წარმატებულად გაქირავდებოდა Airbnb-ზე და ინვესტიციის თვალსაზრისითაც, საკმაოდ პროდუქტიული გადაწყვეტილება იქნებოდა.
კლიენტის მიერ ბინის შესყიდვის შემდეგ, ჩვენი პარტნიორი კომპანიის DoDo Designs-ის დიზაინერებისა და თანამშრომლების დახმარებით, მედიანას გუნდმა დაასრულა შინდისის ქუჩის პროექტი და 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო მისი აქტიური გაქირავება შესაბამის პლატფორმებზე.
ბინების გაქირავებით მიღებული წლიური შემოსავლები, 10%-იანი წლიური უკუგების გათვალისწინებით, შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ბოლოს. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები პანდემიის პერიოდში დაფიქსირებულ შემოსავლებს ასახავს, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელია მათი აქტიური ზრდა.