მესხიშვილის ქუჩის პროექტი ავლაბარში
თბილისში, ავლაბრის უბანში მდებარე გემოვნებით გარემონტებული და სრულად აღჭურვილი აპარტამენტები ტერასითა და საოცარი ხედებით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ინდივიდუალური პროექტია. მიუხედავად ქალაქის ცენტრთან სიახლოვისა, ეს დასახლება სასიამოვნო სიმყუდროვით გამოირჩევა, მის მოპირდაპირედ კი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის გამორჩეული ძეგლი – სამების ტაძარი მდებარეობს.
2018 წელს, აპარტამენტების გაყიდვის დროს, Airbnb-ის პლატფორმაზე მათი ჯამური შეფასება მხოლოდ 50 კომენტარს ითვლიდა. მას შემდეგ, სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, სტუმრების მიერ მიღებულმა დადებითმა შეფასებებმა 495-ს გადააჭარბა და ამავე წლის მაისის თვიდან, ავლაბრის პროექტის Airbnb ექაუნთმა სუპერმასპინძლის სტატუსიც დაიმსახურა.
გაყიდვის შემდეგ, მესხიშვილის აპარტამენტების გაქირავების შედეგად მიღებულმა სავარაუდო შემოსავლებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც მათი თვითღირებულების გაზრდაზეც დადებითად აისახა: 2018 წლის ბოლოს პროექტი 445,000 დოლარად გაიყიდა და სულ რაღაც 3 წელიწადში ის $522,000-ად შეფასდა, რაც მთლიანი ღირებულების 17%-ზე მეტია.
ბინების გაქირავებით მიღებული წლიური შემოსავლები იხილეთ სტატიის ბოლოს.