ინგოროყვას ქუჩის პროექტი მთაწმინდაზე

ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ბინის პროექტი, ჩვენი გუნდის კანადელ ინვესტორთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

ჩვენი მთავარი მიზანი ისეთი საინვესტიციო შესაძლებლობის პოვნა იყო, რომელიც სრულად შეესაბამებოდა ინვესტორის სურვილებს მდებარეობის, განსაზღვრული ბიუჯეტისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ბაზრის საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა თბილისის ძველ უბანში ეს ბინა აღმოაჩინა, რომელიც ზუსტად მოერგო ყველა კრიტერიუმს.

დიზაინერებმა სრულად შეცვალეს ბინის ინტერიერი და შექმნეს საცხოვრებელი სივრცე, რომელიც თანამედროვე ელეგანტურობას და მყუდრო ატმოსფეროს აერთიანებს. სივრცის მოწყობისას გათვალისწინებული იყო როგორც ინვესტორის სურვილები, ასევე ჩვენს მონაცემებზე დაკვირვებით გამოკვეთილი დეტალები, რათა აგვეთვისებინა ბინის სრული პოტენციალი და ინვესტიციისგან მაქსიმალური შემოსავალი მიგვეღო. შედეგმა ინვესტორის მოლოდინებს გადააჭარბა.

თუმცა ჩვენ აქ არ შევჩერებულვართ, რადგან მიმზიდველ ლოკაციასთან და დიზაინთან ერთად, სტუმრების სასიამოვნო გამოცდილება ბინის წარმატებულად გაქირავების აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ, აპარტამენტის Airbnb-ზე გაქირავების სრულ პროცესს დღემდე ჩვენი გუნდი, Wehost უზრუნველყოფს. ჩვენი დახმარებით ბინის მფლობელს Airbnb-ზე უკვე Superhost-ის სტატუსი აქვს.

Airbnb Details

Link https://www.airbnb.com/rooms/23975783

“Kimberly’s place looks and feels even better than the photos. We had a lovely week-long stay at this apartment and would certainly return. The apartment is spacious, well designed, and modern. We enjoyed the roomy shower, the excellent appliances, and the comfy beds! The apartment has high end finishes and feels cozy. You can’t beat the location, close to Rustaveli avenue and a few steps from restaurants, pharmacy and supermarkets. Kimberly is very friendly and responsive, a great host!”

“Awesome place, stunning design, truly worth the money. There are also 2 balconies and everything was simply perfect.”

“Absolute pleasure to stay in this bright, clean and exquisitely renovated apartment. The description provided in the listing perfectly matches the state of the apartment. Thanks a lot!”