ეკალაძის ქუჩის პროექტი მთაწმინდაზე

ეკალაძის ქუჩაზე მდებარე ბინის პროექტი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავად ინვესტორი წარმოიდგენდა. Ბინის ღირებულება სულ რაღაც 3 წელიწადში – ორჯერ გაიზარდა, რაც მას ჩვენი კომპანიისა და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან მიღწევად აქცევს.

თავდაპირველად შერჩეულ ბინას სრული რემონტი ესაჭიროებოდა, თუმცა სხვა მონაცემებითა და კვლევით მისი პოტენციალი შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია და ინტერიერის შეცვლა ჩვენს პარტნიორ დიზაინერებს მივანდეთ. წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ბიუჯეტით, გასარემონტებელი სივრცე Airbnb-ზე ერთ-ერთ პოპულარულ და სტუმრებისთვის მიმზიდველ გასაქირავებელ ბინად ვაქციეთ.

პროექტის განმავლობაში Mediana-სგან ინვესტორმა სრული საკონსულტაციო სერვისი მიიღო, რომელიც ბინის შერჩევის, შესყიდვისა და მისი პოტენციალის შეფასებას მოიცავდა. გარდა ამისა, ჩვენს პარტნიორ კომპანია Wehost-თან ერთად, ბინის ყოველდღიურად გაქირავების ყველა პროცესს ვმართავთ, რათა თითოეული სტუმრის ამ ბინაში გატარებული დრო მაქსიმალურად უპრობლემო და კომფორტული იყოს, ხოლო მფლობელისთვის ბინის მართვა მინიმალურ ძალისხმევასთან ასოცირდებოდეს.

Ნახეთ დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ და გაეცანით სტუმრების უკუკავშირს.

Airbnb Details

Link https://www.airbnb.com/rooms/23975783

“Everything you could ever wish for in an Airbnb experience – great location, stylish interiors, authentic surroundings. Highly recommended!”

“The apartment is spacious, nicely decorated, clean and welcoming. The location is fantastic, host kindly helped us with transfer from the airport and provided clear check-in instructions. We’ll gladly stay here again!”

“Perfectly located, well designed and spacious place to explore Tblissi. Everything you need and want to see is in walking distance. Communication was superb, host answered very fast to any question, and took care of their guests. Next time I’d like to book there again. Strong recommendation.”