მაჩაბლის ქუჩის პროექტი სოლოლაკში
უმოკლეს დროში 200-ზე მეტი დადებითი შეფასება Airbnb-ზე! – როგორ მივედით ამ შედეგამდე?
სულ რაღაც ერთი წლის წინ, შვეიცარიელმა ინვესტორმა, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობდა, ბინა მაჩაბლის ქუჩაზე შეიძინა. თბილისის ცენტრში მდებარე ორსაძინებლიანი ბინა თანამედროვე ინტერიერის დიზაინსა და შენობის ძველ, ხელუხლებელ ექსტერიერს აერთიანებს, მისი ფართო აივანი კი აპარტამენტის გამორჩეული ელემენტია. ტურისტულად აქტიური ლოკაციიდან გამომდინარე, სტუმრებს დღის განმავლობაში ქალაქის ღირსშესანიშნაობების მარტივად დათვალიერება, საღამოობით კი მყუდრო ბინაში დაბრუნება შეუძლიათ.
ამჟამად, აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, საწყის ფასთან შედარებით 20%-ით მაღალია.
დაათვალიერეთ ბინა Airbnb-ზე და გაეცანით სტუმრების შეფასებებს.