ინგოროყვას ქუჩის პროექტი მთაწმინდაზე
ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ბინის პროექტი, ჩვენი გუნდის კანადელ ინვესტორთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.
ჩვენი მთავარი მიზანი ისეთი საინვესტიციო შესაძლებლობის პოვნა იყო, რომელიც სრულად შეესაბამებოდა ინვესტორის სურვილებს მდებარეობის, განსაზღვრული ბიუჯეტისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ბაზრის საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა თბილისის ძველ უბანში ეს ბინა აღმოაჩინა, რომელიც ზუსტად მოერგო ყველა კრიტერიუმს.
დიზაინერებმა სრულად შეცვალეს ბინის ინტერიერი და შექმნეს საცხოვრებელი სივრცე, რომელიც თანამედროვე ელეგანტურობას და მყუდრო ატმოსფეროს აერთიანებს. სივრცის მოწყობისას გათვალისწინებული იყო როგორც ინვესტორის სურვილები, ასევე ჩვენს მონაცემებზე დაკვირვებით გამოკვეთილი დეტალები, რათა აგვეთვისებინა ბინის სრული პოტენციალი და ინვესტიციისგან მაქსიმალური შემოსავალი მიგვეღო. შედეგმა ინვესტორის მოლოდინებს გადააჭარბა.
თუმცა ჩვენ აქ არ შევჩერებულვართ, რადგან მიმზიდველ ლოკაციასთან და დიზაინთან ერთად, სტუმრების სასიამოვნო გამოცდილება ბინის წარმატებულად გაქირავების აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ, აპარტამენტის Airbnb-ზე გაქირავების სრულ პროცესს დღემდე ჩვენი გუნდი, Wehost უზრუნველყოფს. ჩვენი დახმარებით ბინის მფლობელს Airbnb-ზე უკვე Superhost-ის სტატუსი აქვს.