შესრულებული პროექტები
წინამძღვრიშვილის ქუჩის პროექტი ჩუღურეთში
მიუხედავად იმისა, რომ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ეს აპარტამენტი სულ რამდენიმე თვეა, რაც Airbnb-ზე განვათავსეთ, ბინას უკვე “სტუმრების რჩეული აპარტამენტის” სტატუსი აქვს და მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
ინგოროყვას ქუჩის პროექტი მთაწმინდაზე
ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ბინის პროექტი, ჩვენი გუნდის კანადელ ინვესტორთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.
ჯავახიშვილის ქუჩის პროექტი ჩუღურეთში
ინვესტორისთვის ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე, ისტორიულ შენობაში შევარჩიეთ. ჩვენი გუნდის მიზანი მისი მოდერნიზება და ამავდროულად უნიკალური ხასიათის, ხიბლის შენარჩუნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბინის პირვანდელი სახე სრულად შეიცვალა, ის მაინც შეგაგრძნობინებთ თავის ვინტაჟურ ელფერს.
ეკალაძის ქუჩის პროექტი მთაწმინდაზე
ეკალაძის ქუჩაზე მდებარე ბინის პროექტი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავად ინვესტორი წარმოიდგენდა. Ბინის ღირებულება სულ რაღაც 3 წელიწადში ორჯერ გაიზარდა, რაც მას ჩვენი კომპანიისა და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან მიღწევად აქცევს.
ნინოშვილის ქუჩის პროექტი ჩუღურეთში
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გათვლებით მოსალოდნელი საინვესტიციო უკუგება საუკეთესო შემთხვევაში 12% იყო, პროექტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა.
მაჩაბლის ქუჩის პროექტი სოლოლაკში
თბილისის ცენტრში მდებარე ორსაძინებლიანი ბინა თანამედროვე ინტერიერის დიზაინსა და შენობის ძველ, ხელუხლებელ ექსტერიერს აერთიანებს, მისი ფართო აივანი კი აპარტამენტის გამორჩეული ელემენტია.
შინდისის ქუჩის პროექტი სოლოლაკში
შინდისის ქუჩაზე მდებარე აპარტამენტი, Airbnb პლატფორმაზე განთავსებულ ორსაძინებლიან ბინებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია და დღემდე, 4.96 რეიტინგით და 2 წელიწადში მიღებული 40000$-ზე მეტი შემოსავლით, ლიდერის პოზიციას არ თმობს.
ინგოროყვას ქუჩის პროექტი მთაწმინდაზე
გემოვნებიანად გარემონტებული აპარტამენტი, გამორჩეული მახასიათებლებით და დიდი მრგვალი ფანჯრით, რომელიც მისაღებ ოთახს ანტრესოლის საძინებლიდან გადაჰყურებს, შესანიშნავ კონტრასტს ქმნის ისტორიული შენობის ვინტაჟურ ექსტერიერსა და ბინის თანამედროვე ინტერიერს შორის.
მესხიშვილის ქუჩის პროექტი ავლაბარში
გემოვნებიანად გარემონტებული და სრულად აღჭურვილი აპარტამენტები ტერასით და საოცარი ხედებით ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ძველ თბილისში, ავლაბრის უბანში მდებარეობს.